ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურის მონაწილეები წინანდალს, ყვარელს, მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს ესტუმრებიან.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს