ლევან ცუცქირიძე - საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ერა, სადაც ხელისუფლებების ცვლილება არის ჩვეულებრივი მოვლენა

ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, რომლის მითვისებასაც ცდილობენ, ეს უნდა დასრულდეს საქართველოში , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ცუცქირიძემ განმარტა, არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა და ეს იცის „იმ ხალხმაც, რომელსაც ახლა ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები“.

„დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს. არცერთი წამით ვინმეს ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ეს იცის ყველამ, ეს იცის იმ ხალხმაც, რომელსაც ახლა ოკუპირებული აქვს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და საქართველოს რუკებს უკვე სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე აჩვენებენ პრეზენტაციებზე.

მინდა, ვთქვა, რომ არავის ოპოზიციაში არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს მთავრობა არასოდეს არ შექმნიდა სრულიად სამართლიან, კონკურენტულ, თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს. საერთოდ არ უნდა გესმოდეს ამ ქვეყანაში რა ხდება, რომ ასეთი მოლოდინი გქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით ყველა იმ მანიპულაციას, რაც მოხდა. ჩვენ არ ველოდით იმას, რომ ეს ხელისუფლება გამოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი დემოკრატიული, ღირსეული ქვეყნის მთავრობა, აღიარებდა დამარცხებას და გადააბარებდა მმართველობას ახალ კოალიციას და მოემზადებოდა ოპოზიციაში ბრძოლისათვის. ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, რომლის მითვისებასაც ცდილობენ, ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, სადაც ადამიანები ისე ჩამოჰყავთ თავის მიტინგებზე მმართველ პარტიას, რომ მათ სახის გამოჩენაც კი ეშინიათ. ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, სადაც მასწავლებლებს ხმის მიცემას აიძულებენ, სადაც ადამიანებს გული უსკდებათ, ისეთი გარემოა ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს საქართველოში. საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ერა, სადაც ხელისუფლებების ცვლილება არის ჩვეულებრივი მოვლენა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის