ლაშა ბაქრაძე აქციის მონაწილეებს - პროტესტი ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა - მზად ხართ ორშაბათობისთვის?

რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? - ასე მიმართა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს.

როგორც ბაქრაძემ განმარტა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.

„რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე ეს მახსოვს ჯერ კიდევ “გედეერის” პერიოდიდან, როდესაც “გედეერში” ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი დიდი ცენტრალური აქცია ორშაბათობით”, - თქვა ლაშა ბაქრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს