ისრაელში ერაყიდან და ლიბანიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ერაყიდან და ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ორი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცეში დრონის შესვლის შემდეგ მასადაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი ერაყიდან იყო გაშვებული.

ლიბანიდან გაშვებული დრონის გამო კი განგაში გამოცხადდა მეთულასა და კფარ გილადში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს