„გახარია საქართველოსთვის“ - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე

ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს, როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი.

შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას.

ამის დასტურია შემდეგი: 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება; 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო; 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა; 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება. სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს.

ანუ, ცესკო და პროკურატურა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

„გახარია საქართველოსთვის“ -  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე

ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს, როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი.

შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას.

ამის დასტურია შემდეგი: 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება; 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო; 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა; 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება. სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს.

ანუ, ცესკო და პროკურატურა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა