კახა კალაძე - მისასალმებელია ის შეფასება, რაც ეუთო/ოდირმა დადო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია ის შეფასება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში გააკეთა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ტერმინები - „სამართლიანი“ და „თავისუფალი“ არც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში გამოუყენებია, აიხსნება იმით, რომ ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინებს რახანია, აღარ იყენებს.

„ამ ტერმინოლოგიას ეუთო/ოდირი უკვე აღარ იყენებს რამდენიმე ათეული წელია. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. მან ჩვენს არჩევნებზე წარმოადგინა ძალიან კარგი დასკვნა. მართლა გულწრფელად რომ ვთქვათ, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნებში ვართ და ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო არ ყოფილა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც პირდაპირ გაკეთდა შეფასებები, თუ როგორ წარიმართა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა საშუალება მისულიყო და დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება მშვიდ გარემოში. შესაძლოა, იყო ცალკეული შემთხვევები დაპირისპირების, შეხლა-შემოხლის, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ფაქტები, თუმცა ეს იყო ცალკეული შემთხვევები. საერთო ჯამში, მისასალმებელია ის შეფასება, რაც დადო ეუთო/ოდირმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის