თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა.

პროექტს დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად იყრება სამშენებლო ნაგავი. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ამ ტყე-პარკის განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვრცელ ტერიტორიაზეა ლაპარაკი, 3-4 წელი დაჭირდება მის მოწესრიგებას. პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. ეს არის ძირითადი გზა, რომელიც კეთდება, გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათება, დაირგვება ხე-მცენარეები, ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები. ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს, ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ჩიკვილაძე.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია