გიორგი ვაშაძე - აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა, ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია

აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალას და დღევანდელი აქციის ბოლომდე, პარტიები ხვალინდელი პროტესტის გეგმას გამოაცხადებენ.

„დღეს ჩვენ აქ გადმოვიტანეთ სწრაფად პროტესტი, იმიტომ, რომ სააპელაციო განიხილავს სარჩელებს, შესაბამისად, მათაც უკან დაიხიეს, ყოველ შემთხვევაში, დღეს და გადაიტანეს ხვალისთვის ეს სხდომა. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ისინი უნდა შევაწუხოთ ყველგან. დღეს ჩვენი სამიზნე არის სასამართლო, აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს აქ ვართ და სანამ დავიშლებით აუცილებლად გამოვაცხადებთ ხვალინდელ გეგმას.“- განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს