Smartmatic - საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არჩევნების მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე Smartmatic-ის ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით წარმატებით მოახდინა ძირითადი საარჩევნო პროცესების მოდერნიზება, - ამის შესახებ კომპანია Smartmatic-ის პრესრელიზშია აღნიშნული.

კომპანიის განმარტებით, Smartmatic-ის ტექნოლოგიებისა და სერვისების ქვეყნის მასშტაბით გამოყენება აღნიშნავს ეტაპობრივი გავრცელების დასრულებას, რომელიც 2021 წელს ხუთი საპილოტე პროგრამით დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, Smartmatic-მა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა 4 876 ერთეული bScan1800Plus ოპტიკური სკანერი ხელით მონიშნული ბიულეტენების დასამუშავებლად, რომლებიც ზუსტად აფიქსირებენ ამომრჩეველთა არჩევანს, ითვლიან ხმებს და ახდენენ შედეგების კონსოლიდაციას. Smartmatic-მა ცესკო-ს ასევე მიაწოდა 7 508 ერთეული VIU Desktop-ის ელექტრონული აპარატი ამომრჩეველთა ავთენტიფიკაციის გასაადვილებლად, შედეგების გადასაცემ ციფრულ ტაბლეტებთან ერთად.

„ტექნოლოგიის ეფექტურობას მოწმობს ის, რომ მოწყობილობების 99,87% უნაკლოდ ფუნქციონირებდა - ფართომასშტაბიანი განლაგების სტანდარტს აჭარბებდა და შედეგების 100% ელექტრონულად ორ საათზე ნაკლებ დროში მიიღეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, რადგან ეს არის პირველი არჩევნები, სადაც ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის (90%-სთვის)“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

კომპანია ციტირებს ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ „პირველად, უმეტეს უბნებზე ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემის მიზნით. ამ ტექნოლოგიების დანერგვას მხარი დაუჭირა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობამ“.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა არაჩვეულებრივი ამოცანა. საარჩევნო ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მათ წარმატებით განახორციელეს ქვეყნის მასშტაბით პირველი განლაგება. ჩვენთვის პატივია, რომ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ამ მოდერნიზაციის მცდელობაში“, - აღნიშნა Smartmatic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიო მუგიკამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო