CNN - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, კამალა ჰარისს - 182

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 182, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის, ლუიზიანას, მონტანას, იუტას, მისისიპის, აიდაჰოსა და კანზასის შტატებში. კამალა ჰარისი კი - კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკში, კოლორადოში, კალიფორნიაში, ვირჯინიაში, ჰავაიში და ვაშინგტონის შტატში.

ამასთან, CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ე.წ. მერყევ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში.

რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 49 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 40, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 172 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს" კი - 142.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის