კამალა ჰარისი - ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები - გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების მიღებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა განაცხადა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.

„ახლა ვიცი, რომ ადამიანები განიცდიან რიგ ემოციებს. მე მესმის", - აღნიშნა ჰარისმა და განაცხადა: "მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები".

ჰარისმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დასძინა, რომ „ჩვენ ჩართული ვიქნებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში“.

ჰარისმა გამოსვლაში მადლიერება გამოხატა მის მიმართ ნდობისთვის.

"ჩემი გული სავსეა დღეს - სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით", - განაცხადა მან.

ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს.

„მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში", - აღნიშნა მან.

ამასთან, კამალა ჰარისმა მოუწოდა მხარდამჭერებს, არ დანებდნენ. ასევე, კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებსაც, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ....

მთავარია, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა", - აღნიშნა მან.

ამასთან, ჰარისმა მიმართა ამომრჩეველს, "აივსონ ვარსკვლავებით", მაშინაც კი თუ აქვთ შეგრძნება, რომ "ბნელი დრო" დადგა.

„მხოლოდ მაშინ, შეიძლება ვარსკვლავების დანახვა, როცა საკმარისად ბნელა"

ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის კეთილდღეობისთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით", - მიმართა ჰარისმა ჰოვარდის უნივერისტეტში გამოსვლისას მხარდამჭერებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა