კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია

კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პეჩერსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიანი შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო ხანძარი, ასევე, დაფიქსირდა უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის, ობოლონსკის და პოდოლსკის რაიონებში.

„სოლომენსკის რაიონში, საწარმოს ტერიტორიიდან ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გაჩნდა. მიმდინარეობს ევაკუაცია“, - აღნიშნა კლიჩკომ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები