თინა ბოკუჩავა სააკაშვილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება კი პრივილეგიად

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება დიდ უსამართლობად მიაჩნია.

მისი თქმით, ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.

„დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არა ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი.

ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა დღეს, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ვისაც ივანიშვილმა არჩევანი მოჰპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე გუშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: „აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს (არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ)“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია