მიხაილ როთი - ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა

ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდენსტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს.

როთი ეხმაურება 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ საერთო განცხადებას, რომლის ხელმომწერებიც, როთთან ერთად, კიდევ 39 ევროპელი პარლამენტარია - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტარები.

“მთელი ევროპიდან მაღალი თანამდებობების მქონე პარლამენტარები ურყევად დგანან ქართველების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. სხვა მიმართულებით არ ვიყურებით და შედეგებს არ ველოდებით.

ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა!” , - წერს როთი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები