ლევან მგალობლიშვილი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით

როგორც მოსალოდნელი იყო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხის განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, წინა შეხვედრების მსგავსად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს სხდომათა დარბაზი, თუმცა მანამდე ჩვენ ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოვასწარით. საკითხები ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავებებსა და ბორდერიზაციას.

მოლაპარაკებების დროს, მათი მხრიდან ასევე გაჟღერდა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლების იდეა, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მოგვიწევს დასხდომა და ვიმედოვნებ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტს გაეცემა ისეთი პასუხი, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა და რა თქმა უნდა, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა იმსახურებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის