ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგები შეაჯამეს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე შეჯამდა ოცდასამივე უბნის შედეგები, სადაც შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციამ.

ისინი არ ეთანხმებიან საბოლოო შედეგებს. მათი განცხადებით, კენჭისყრის პროცესში დარღვეული იყო ფარულობა და იგი ზეწოლის ფონზე წარიმართა.

„70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს გაფორმდა ტოტალურად გაყალბებული, დაშინების ფონზე ჩატარებული არჩევნები. უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ ფარულობაა მთავარი, რაც იყო ამ არჩევნებზე დარღვეული. კონსტიტუციური უფლებები ჩამოერთვა ამომრჩევლებს, თუმცა ეს არჩევნები მაინც აჩუქეს „ქართულ ოცნებას“ და ხალხს წაართვეს საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია რასაც დღეს ხელი მოაწერა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ“,- განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“.

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ოცდასამივე უბნის შედეგები სრული წესის დაცვით შეჯამდა.

„ჩვენ სრული წესის დაცვით შევაჯამეთ 23-ივე უბნის შედეგები. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი, რაც ბუნებრივია და ეს დაერთვება ოქმს. ჩვენ გქონდა საჩივრები როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოში. გუშინ გასაჩივრდა საიას საჩივარი ფარულობასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს საუბრობდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა