ისრაელის საგარეო მინისტრი ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაზე - ეს ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი მსოფლიოსათვის

ეს საშინელი ბარბაროსული და ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმები არის მაღვიძარას ხმამაღალი ზარი ევროპისა და მსოფლიოსათვის, - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ამსტერდამში, ფეხბურთის ისრაელელ ფანებზე განხორციელებულ თავდასხმას.

„თავისუფლებისმოყვარე ქვეყნებმა, დემოკრატიებმა, არ შეიძლება დაუსჯელად დატოვონ აღვირახსნილი სიძულვილი ქუჩებში. როგორც ისტორიამ აჩვენა - ის, რაც იწყება ებრაელების დევნისა და ძალადობით, არასოდეს მთავრდება ებრაელებით“, - წერს საარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს მუშაობას ნიდერლანდელ კოლეგებთან, რათა უზრუნველყონ საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების დაუყოვნებლივი უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის 3 მოქალაქის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს