რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება

აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საშიში ესკალაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობის კუთხით ვაშინგტონის პოზიცია ფაქტობრივად უცვლელი რჩება, მასთან დაკავშირებული რისკების არსებობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დახურული არხებით განხორციელდა, დეტალებში შესვლის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ზოგადად, არხები მუშაობს და გაცვლები მიმდინარეობს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

სერგეი რიაბკოვის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად რუსული მხარე მზად არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას მოუსმინოს, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა არ შეიძლება.

„ეს უკანასკნელი ეჭვს არ იწვევს. ჩვენ ამ სფეროში ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ იდეას უაღრესად ფრთხილად, პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ვუდგებით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის