ირაკლი ფავლენიშვილი - საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია, ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები

საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია.

„რა თქმა უნდა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისევე როგორც, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვხვდებით დელეგაციას. მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. რა კომუნიკაციაც გვაქვს და რაც მომავალში გვექნება, კიდევ უფრო წარმოაჩენს იმას, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია და ამ შეხვედრის მთავარი თემაც იქნება ეს“ , - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს