ლაშა ფარულავა - მოგვიწევს ბრძოლა ქუჩაში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მშვიდობიანი დემონსტრანტები გაიმარჯვებენ

ცხადია, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ქუჩაში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მშვიდობიანი დემონსტრანტები გაიმარჯვებენ , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ ქართულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს გატეხს, თუმცა ფარულავას განმარტებით, ეს არ მოხდება.

"ახლა "ქართული ოცნების" სპიკერები მხოლოდ და მხოლოდ ერთი საქმით არიან დაკავებული, თავებს ითვლიან, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მოძრაობა ახლა ხურდება და თავის საუკეთესო ფორმაში შევა, როდესაც იქნება გადამწყვეტი დღეები. ჩვენ ამ გადამწყვეტ დღეებში ვაჩვენებთ მნიშვნელოვან ერთიანობას. ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთიანობაში და სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ "ქართული ოცნების" დამარცხებას",-განაცხადა ფარულავამ.

მან აღნიშნა, რომ პარტნიორებს არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევის შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.

"ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო ფარული და არ იყო იმ სტანდარტების, რაც არის მნიშვნელოვანი ევროპული საზოგადოებისთვის",-განაცხადა ფარულავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა