ჯოზეფ ბორელი უკრაინის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა, - ამის შესახებ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ იაგოდნოეში რუს ოკუპანტებს 170 მ2 ფართობის სკოლის სარდაფში მთელი სოფელი - 370 ადამიანი - ჰყავდათ დაკავებული.

“მათი განსაცდელი ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში გვაბრუნებს. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ როგორ გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ჩვეულებრივი უკრაინელებისთვის“, - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მისი მეხუთე ვიზიტია ქვეყანაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026