მიხაილ როთი - გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად - საქართველო ევროპაა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თბილისში გაემგზავრა.

„გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ჟიგიმანტას პავილიონისთან, მარკო მიხელსონთან, ინარა მურნიეცესთან, იუკა კოპრასთან, ფრედერიკ პეტისთან, ერიკ ოტოსონთან და მიჰაუ კამინსკისთან ერთად“, - წერს მიხელსონი პლატფორმა X-ზე.

„მოუთმენლად ველით პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სტუდენტებთან შეხვედრას - სამწუხაროდ, არ იქნებიან მთავრობის ან ქართული ოცნების წარმომადგენლები. საქართველო ევროპაა!“ - წერს როთი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს