გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვჭირდება პარტნიორების დახმარება, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც 26 ოქტომბერს ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფ 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია ისაუბრებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დარღვევით ჩატარებაზე და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„პირველი, არჩევნები ახლიდან უნდა დაინიშნოს. არავინ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას და მასში მონაწილეობას, ვგულისხმობ ოპოზიციას. მეორე - ამის საფუძველი არის ფარულობის ტოტალური დარღვევა, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც საქართველოში ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. საკმარისზე მეტია მტკიცებულებები და საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო იმისთვის, რომ სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, რათა ბოლომდე გამოვლინდეს აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, რომელმაც გადაწერა არჩევნების შედეგები და რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულში.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ არ არჩევნებს აღიარება არა მარტო ჩვენგან, არამედ ჩვენი პარტნიორებისგანაც არ აქვს და აუცილებლად ვაგრძელებთ ამ მოქმედებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია