გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ - პარტნიორები საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ

პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ - ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ არჩევნებს აღიარება არ უწერია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც საჯაროდ არ ვაპირებთ ჯერ საუბარს, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ჯამში, სამართლიანობას, რომ არჩევნები ახლიდან ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ.

ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ და როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და ცდილობენ დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის