კახა კალაძე - გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება

გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.

„გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საიას, „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილ სარჩელებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.

„უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია - ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის