კახა კალაძე - მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! - შეიძლება სააკაშვილის პირობებში ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესს ატარებს

მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! - შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო და ეს მიდგომა იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც „საქართველოს პარტნიორები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებები საქართველოში დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო გამოძიება და თუ არ ჩატარდება, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი იქნება“.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთიდან მტრულ რიტორიკა გვესმის.

„ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთ განცხადებებს ვისმენდით, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო და ეს მიდგომა იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ყველამ კეთილი ინებოს (ეს დასავლეთში იქნება თუ სხვაგან) პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია