საუდის არაბეთის პრინცი - საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს - საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელი უნდა დაავალდებულოს, რომ ირანის სუვერენიტეტს პატივი სცეს

საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა რიადში, არაბული ქვეყნების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის გახსნისას განაცხადა.

„საუდის არაბეთი პალესტინასა და ლიბანში თავისი ძმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რათა ისრაელის მიმდინარე აგრესიით გამოწვეული დამღუპველი ჰუმანიტარული შედეგები დაძლიონ“, - განაცხადა მუჰამედ ბინ სალმანმა.

საუდის არაბეთის პრინცმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ „ლიბანსა და პალესტინაში ისრაელის ქმედებები უნდა შეაჩეროს“ და ისრაელმა ირანის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.

„საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელი უნდა დაავალდებულოს, რომ ჩვენი მოძმე ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს პატივი სცეს“, - აღნიშნა მუჰამედ ბინ სალმანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები