ვოლოდიმირ ზელენსკი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნას.

„ჩვენი დისკუსია საკვანძო საკითხებს შეეხო, მათ შორის, უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, სამხედრო დახმარების გაზრდას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის განბლოკვასა და უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემისთვის ყველა პროცედურის დასრულებას, როგორც ეს „დიდმა შვიდეულმა“ გადაწყვიტა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს