ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი - თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარანტიები მოგვცეს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ აქტივისტებს საათნახევარში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ კოდორის ხიდი დროებით განიბლოკა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ხიდს კვლავ გადაკეტავენ.

„თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მაცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ“, - აღნიშნა არძინბამ.

ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.

„კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, - განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.

ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი - ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო