ირაკლი ფავლენიშვილი - საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები პირველ რიგში, ქართველ ერს უცხადებენ მხარდაჭერას და არა კრიმინალურ ბანდას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა

საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები პირველ რიგში, ქართველ ერს უცხადებენ მხარდაჭერას და არა კრიმინალურ ბანდას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპელი პარტნიორები ჩამოდიან და მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს და არა იმ მთავრობას, რომელიც ლეგიტიმური არ არის“.

„საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები პირველ რიგში, ქართველ ერს უცხადებენ მხარდაჭერას და არა კრიმინალურ ბანდას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში ჩვენ არ გვყავს მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ქართველ ხალხს გვერდში არ დაუდგებიან, ისინი ძალიან ცდებიან. უნდა წაიკითხონ და ნახონ საქართველოს უახლესი ისტორია, რომ აგვისტოს ომისა და რუსული ოკუპაციის მთავარი შემჩერებლები ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს ხალხი ჩამოდის და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და არა იმ მთავრობას, რომელიც არ გახლავთ ლეგიტიმური. ამისთვის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მათ შორის, გუშინაც გავუზიარეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. გრძელდება ეს პროცესი, რაც თავისთავად ცხადს ხდის იმას, რომ მთავრობა, რომელიც არც ხვდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ლეგიტიმური არ არის. ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ქართველი ხალხია“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რომელიც მათ გუშინდელ აქციაზე გააკეთეს, არის არათუ რადიკალური, არამედ რეალისტური.

„ივანიშვილის ოცნება არის „რუსული ოცნება“. ის რაც საქართველოში მოხდა, არის სპეცოპერაცია. თუ ვინმე ჰგონია, რომ პროპაგანდისტული საშუალებებით გონება დაბინდული იქნება ევროპელი პარტნიორი, ძალიან ცდება. მათი განცხადებები არის არათუ რადიკალური, არამედ რეალისტური. აფასებენ იმას, რაც საქართველოში ხდება“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის