ისრაელ კაცი - ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

“ჩვენ “ჰეზბოლას” წინააღმდეგ იერიშებს მთელი ძალით გავაგრძელებთ, სანამ ომის მიზნების მიღწევა არ მოხდება. ისრაელი არ დათანხმდება რაიმე სახის შეთანხმებას, რომელიც არ იძლევა გარანტიებს, რომ ისრაელმა ტერორიზმი თავიდან დამოუკიდებლად აიცილოს, ლიბანში ომის მიზნების მიღწევა უზრუნველყოს, მათ შორის “ჰეზბოლას” განიარაღება და ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება”, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმითი მოქმედებების შედეგად “ჰეზბოლას” შესაძლებლობების დასუსტება უნდა გაგრძელდეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა