კახა კალაძე - რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და თუნდაც თავიანთ მხარდამჭერებს ხაზარაძემ, გვარამიამ, მელიამ? ვინ არიან, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან

რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და თუნდაც თავიანთ მხარდამჭერებს? რა უნდა შესთავაზოს ხაზარაძემ, გვარამიამ, მელიამ? ვინ არიან ეს ადამიანები, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერების გეგმასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

კალაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ, ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან“.

„[ოპოზიციამ] რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და თუნდაც, თავიანთ მხარდამჭერებს? რა უნდა შესთავაზოს ხაზარაძემ, გვარამიამ, მელიამ? ვინ არიან ეს ადამიანები, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან, რა უნდა შესთავაზონ. რაზე ესაუბრებოდნენ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, იყო რაიმე დაპირება, რომ რამეს შეცვლიდნენ, გააკეთებდნენ? ხვდებოდნენ ხალხს და იყვნენ კამპანიაში ჩართულები? რა უნდა შეცვალონ ან რას უნდა დაჰპირდნენ ხალხს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა, თუმცა ამისთვის დრო დასჭირდებათ.

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, მინისტრები, და ჩვეულებრივად გაგრძელდება მუშაობა. ოპოზიცია შემოვა თუ არ შემოვა ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე მგონია, რომ ისინი შემოვლენ. ცოტა დრო დასჭირდებათ, იმიტომ რომ მოთელვა აქვთ თავის ამომრჩეველთან, რომლებსაც ატყუებდნენ, მაგრამ დაველოდოთ - ყველაფერი იქნება მაგრად, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია