ირაკლი კობახიძე - საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად

საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

„ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს პრემიერი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს