ფინეთის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში უნდა გავიგოთ, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ამ მოლაპარაკებებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა არჩევნებსა და ინაუგურაციის დღეს შორის არსებობს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

ალექსანდრ სტუბმა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ოთხი პირობა დაასახელა. მისი თქმით, პირველი ტერიტორიაა, თუმცა არ იცის სად გადაწყდება საკითხები. მეორე უსაფრთხოების გარანტიებია, მესამე სამართლიანობა, მეოთხე კი - უკრაინის რეკონსტრუქციაა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს