პროკურორი - დაკითხული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში  ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელია დაკითხული

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი დაიკითხა.

კითხვაზე, დაკითხულია თუ არა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პროკურორი პასუხობს, რომ დაკითხულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

მისი თქმით, ცესკოსთან მიმართებაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ხდება იმ პირების დაკითხვა, უშუალოდ საგამოძიებო ორგანოში, ვინც შეიძლება ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. დაკითხული პირების და მათი ვინაობების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი“, - განაცხადა ცქვიტარიამ.

ცნობისთვის, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგოს თევზაძე დაიკითხნენ. მანამდე კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა