აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში, ასევე აფხაზეთის მთავრობის, დიდუბის რაიონის გამგეობისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელებული პროგრამები, მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა საჭიროებების შესაბამის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენმა სამინისტრომ უკვე განახორციელა.

რა თქმა უნდა, აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში ერთად შევძლოთ ძირითადი კრიტიკული საკითხების გადაწყვეტა“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის