რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიას დრონებით შეუტია, განადგურებულია 29 დრონი

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ექვს ოლქში 29 უკრაინული დრონი გაანადგურა, რომლითაც კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიას შეუტია, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, 7 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 7 - ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 5 - ტვერის ოლქში, 5 - ბრიანსკის ოლქში, 3 - პენზის ოლქის ტერიტორიაზე და ორი - ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა