ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს.

ენტონი ბლინკენი ბელგიიდან პერუსა და ბრაზილიაში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტსა და „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო