ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყა

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე მათ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ათეულობით სარაკეტო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, საიდანაც გუშინ „ჰეზბოლამ“ ნაჰარიას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს