ირაკლი კობახიძე - საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული.

„კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ტარდება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს. ჩვენს კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაერო-სთან და ევროკავშირთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასა დსა სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა