ირაკლი კობახიძე - COP29-ის კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს, ეს ფორმატი ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენეთ

ჩვენი მონაწილეობა COP29-ის კონფერენციაში სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

„მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს