ივერთუბნის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანში ყველა ქუჩაზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და მოეწყო რეკრეაციული სივრცეც.

„აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებას და პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32 ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა. ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს