ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“, ხმაურია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, ლოზუნგით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ , ხმაურია. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათი ხმა გაყალბდა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმდენად შეშინებულია ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომ ცესკოსთან კარები ჩარაზეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო, მონებო".

„დღეს ცესკოსთან ქალები შევიკრიბეთ,სადაც ვატარებთ საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმები". ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები იმიტომ, რომ წაგვართვეს მომავალი, ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს. ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს იმისა, რომ ასეთ პირობებში, თუ ეს სტატუს-კვო შენარჩუნდა, ამ ქვეყნიდან ქალებს ემუქრებათ იძულებით ემიგრაციაში წასვლა და ასევე, ჩვენს შვილებს. დავაორგანიზეთ აქცია ინტერპარტიულ ფორმატში, 4 პოლიტიკური სუბიექტის, კოალიციის სიაში შემავალი 10 პოლიტიკური პარტიის ქალები მონაწილეობენ ამ აქციის ორგანიზებაში. აქციაში ჩართულები არიან ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, უპარტიოები, ამომრჩევლები, ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ამ საპროტესტო ხმას შეერთებოდა. საქართველოს ყველა რეგიონებიდანაც არიან ქალები ჩამოსული. ცესკო-ში ინდივიდუალურად შევიტანთ განცხადებებს, რომელიც არის ჩვენთვის გაყალბების და ხმების ქურდების მთავარი ბუდე. მივმართავთ მათ, რომ ჩვენი ხმის ფარულობა, ჩვენი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და ხელახალ არჩევნებს მოვითხოვთ",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეონა ჭალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება