ენტონი ბლინკენი მარკ რუტეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონები უფრო და უფრო ერთიანდებიან. ის, რაც უკრაინაში ხდება, მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, უნდა გავზარდოთ თავდაცვის სფეროში წარმოება, მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს გარდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო