გურამ მაჭარაშვილი - შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ - შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ

შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ - შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

„ოპოზიციას, მათ ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ დავუჯეროთ, დღეს გიორგი ვაშაძეა პრემიერ მინისტრი, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია. ველოდები, რომ ცოტა ხანში პირველ სხდომასაც გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე შეიძლება გაუჭირდეთ შეთანხმება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არჩეულ დეპუტატებს შორის პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არის.

ის ოპოზიციას მიმართავს, რომ თუ პარლამენტის წევრობა არ სურთ, მათ პარლამენტში შემოსვლას არავინ დააძალებს, ოღონდ უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ, რაც მათი სადეპუტატო სტატუსი იქნება ცნობილი.

„პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მაინტერესებს, რატომ ვერ ითმენენ პირველ სხდომამდე? - უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით პირველ სხდომაზე მობრძანდნენ და მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო სტატუსს ვცნობთ, ეს განცხადებები დატოვონ პარლამენტის კანცელარიაში. ამას რატომ არ აკეთებენ?! - არ აკეთებენ იმიტომ, რომ განცხადებას ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაწერს. სწორედ ამიტომ რაღაც მოჩვენებით სპექტაკლებს დგამენ. კარგად ვხედავთ, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა’, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თაობაზე არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციის აღქმების დონეზეა.

„დასრულდა აღქმების სამყარო და დადგა რეალობის სამყარო - ამას შეეგუონ!" - დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია