კრწანისის რაიონის გამგეობა - ერთ-ერთი ჟურნალისტი მოტყუებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და მისი ოჯახის წევრებმა არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს

კრწანისის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

მათი თქმით, გამგეობას დაუშვებლად მიაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც „არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა“.

„გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა მოქალაქე ი.ნ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება გამგეობის სახელით წარმოებული ვიდეოგადაღების გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა.

როგორც გადამოწმების შედეგად გაირკვა, ტელეფონის ნომერი, რომლითაც მოქალაქეს გამგეობის სახელით დაუკავშირდნენ (მოგვიანებით კი სახლში ესტუმრნენ), ეკუთვნის ტვ „პირველის“ გადაცემის - „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. გამგეობის ყველა სერვისი თანაბრად ემსახურება ნებისმიერს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებას, დაკავებულია „ფეიკ ნიუსებით“ და შანტაჟით.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა