დავით ასათიანმა ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელს ადვოკატების დელეგაციას უმასპინძლა

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელს, ტრივე სტაფსა და ნორვეგიელი ადვოკატების დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ასათიანმა ნორვეგიელ კოლეგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ასოციაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა.

ნორვეგიელმა სტუმრებმა კი თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება და ასოციაციის მუშაობის სტილი გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ნორვეგიასა და საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური მოწყობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო იურიდიული პროფესიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასოციაციების სახელით ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა