რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი უდავოდ ის ქვეყანაა, რომელსაც ისრაელის სისასტიკეებზე ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა

თურქეთი უდავოდ ის ქვეყანაა, რომელსაც ისრაელის სისასტიკეებზე ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა. ამის შესახებ თურქეთის

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი დიდ ძალისხმევას წევს, რათა ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს. ამასთან, ეროდღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სრულად აქვს შეჩერებული ვაჭრობა ისრაელთან.

“როგორც იცით, დიდ ძალისხმევას ვიღებთ, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ისრაელზე და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით ამ ქვეყნის წინააღმდეგ იძულებითი ზომები მივიღოთ. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ძლიერი რეაქცია ჰქონდა ისრაელის სისასტიკეებზე და რომელმაც ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ვაჭრობის შეჩერებით, უდავოდ თურქეთია. ასევე სიის თავში ვართ ღაზაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ოდენობით”, - განაცხადა ერდოღანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს