გიორგი მარგველაშვილი - როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს, დიდი შეცდომაა, ჯობია პოლიტიკოსმა პირდაპირი განცხადება გააკეთოს, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“

როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს და ამდენს ფიქრობენ სამართლის ნაწილზე, ძალიან დიდი შეცდომაა, ხშირად, ჯობია, პოლიტიკოსმა გააკეთოს პირდაპირი განცხადება, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, პირდაპირი განცხადება უფრო გასაგებია ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში არ შესვლასა და სიების ჩახსნის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, იმის გამო, რომ მანდატებზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა ფორმით იყო გამოთქმული, „ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შთამბეჭდაობა დაიკარგა“

„ჩვენი ამომრჩევლისთვის უფრო უკეთესი და უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო ასეთ კაკაფონიაში, სხვადასხვა ფორმით, თუმცა ამა თუ იმ ფორმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა თავიანთი მიუღებლობა მოპარული არჩევნების მიმართ.

ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შთამბეჭდაობა დაიკარგა - გადაწყვეტილების, რომელიც მომავალი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური ტემპერატურის და პოლიტიკური დღის წესრიგის განმაპირობებელი იქნება. ოთხივე პოლიტიკურმა ძალამ მტკიცედ დააფიქსირა, რომ ისინი არ აპირებენ, პარლამენტში იყვნენ, მათ ვერ შეძლეს ამის შესაბამისი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, ეს განპირობებულია იმ იურიდიული გაუგებრობით, რომელიც თანხვედრილია ახალი კონსტიტუციის მიღებასთან და ა.შ.. ოთხი პოლიტიკური პარტიის ოთხმა იურიდიულმა სამსახურმა ოთხი სხვადასხვა დასკვნა დადო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ეს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ოთხი სხვადასხვა გზით აღასრულა. იურისტების მიერ პოლიტიკური პროცესის მართვა ხშირად პრობლემურია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ლიკვიდაციას გეგმავს და ამ ფონზე პარლამენტში შესვლა აბსურდია.

„თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ დაუანონსა პოლიტიკურ ძალებს ლიკვიდაცია. ოთხი პოლიტიკური ძალიდან ნებისმიერი ფიქრობს, რომ „მე იმისთვის შევდივარ და ვაძლევ პარლამენტს ლეგიტიმაციას, რომ გამაუქმოს, დამიჭიროს და ა.შ." აბსოლუტურად აბსურდია, როგორ უნდა შევიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა [პარლამენტში], როდესაც მათი მომავალი უკვე დაანონსებულია, მათ ლიკვიდაციას უკეთებენ. "შედი ოთახში და მოაწერე ხელი შენ ლიკვიდაციას" - ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მათთვის შეთავაზებული დღის წესრიგი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის