მარკეტა გრეგოროვა - პირადად შევესწარი გაყალბების ფაქტებს - 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, გვჭირდება დარღვევების გამოძიება, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ

სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.

„თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს